ბათუმის 79–ე ოლქის 29-ე უბანზე  “გაზეთმა ბათუმელებმა’’ დააფიქსირა ფაქტი, როცა  ამომრჩეველთა უმრავლესობა უბანზე მოდის  მოსაწვევით. მოსაწვევზე გამოსახულია “ნაცმოძრაობის” ლოგო,  სლოგანი – ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრია’’,  უბნის ნომერი და მისამართი.

ამავე უბანზე 13 საათისთვის დაფიქსირდა 2 ფაქტი, როცა  ამომრჩევლის სახელის და გვარის გასწვრივ დაფიქსირებულია, რომ ის იმყოფება უცხოეთში. აღნიშნული მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი არასდროს არ ყოფილან უცხოეთში. ამ მოქალაქეებს არ მიეცათ ხმის მიცემის უფლება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *