ახალი ამბები

ვიდეო თვალი საარჩევნო კაბინის თავზე

30 მაისი, 2010 • 1114
ვიდეო თვალი საარჩევნო კაბინის თავზე

თბილისის დიდუბის საარჩევნო ოლქის  37-ე უბანზე, ხმის მისაცემი კაბინის თავზე, დამონტაჟებულია კამერა.

უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა შეამჩნია ის და გააპროტესტა.

უბნის კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ  საარჩევნო კაბინის ზემოთ, რომელიც გადახურული არ არის, კამერა ისეა დამონტაჟებული, რომ არ ჩანს, რა ხდება კაბინაში.

37-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი