ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ოფიციალურ ღონისძიებებს აუქმებს

26 დეკემბერი, 2022 •
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ოფიციალურ ღონისძიებებს აუქმებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას აუქმებს.

„ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას“, — აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და დასძენს, რომ აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება „ლოგისტიკურ სირთულეებში“. ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, ენმ-ის წევრ გიორგი მუმლაძის მიერ ორგანიზებული მცირერიცხოვანი აქციები მიმდინარეობს.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი