ახალი ამბები

საიას 5 საჩივარი და დარღვევების ნუსხა

30 მაისი, 2010 • • 1125
საიას 5 საჩივარი და დარღვევების ნუსხა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა დილის ათი საათისთვის ხუთი საჩივარი დაწერეს. საიას დამკვირვებლებს პრობლემები უბნებზე დროულად შესვლასთან დაკავშირებით შეექმნათ.

კერძოდ, დამკვირვებლები არ შეუშვეს მეშვიდე ოლქის სამ უბანზე, მე–10 ოლქის მე–17 უბანზე.

კომისიამ მობილური ტელეფონების უბნებს გარეთ დატოვება მოითხოვა მე–3 ოლქის 90–ე უბანზე და მე–6 ოლქის 123–ე უბანზე.

საის ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემები მოგვიანებით მოგვარდა, მას შემდეგ, რაც ჩაერია უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი.

საიამ გამოავლინა ასევე ის დარღვები, რომლებიც კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე გამოვლინდა და რაც უბნის მოწყობას ეხება.

ათზე მეტ უბანზე საარჩევნო ბიულეტინები საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა ოდენობაზე ნაკლებია.

ლუქის მთლიანობა დარღვეული იყო 1–ლი ოლქის 42–ე უბანზე.

მარკირების აპარატი მწყობრიდან გამოვიდა 59–ე ოლქის 6 უბანზე.

დილის ათი საათისთვის საის მიერ დაწერილი საჩივრების რაოდენობა არის ხუთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი