შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად მკვლელობა ედება.
საუბარია ნაძალადევის რაიონში, კერძოდ ჯავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე, რომელიც 23 დეკემბერს მოხდა.
გამოძიების თანახმად, პირადი კონფლიქტის გამო, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა. დაჭრილი კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.