ნაძალადევში კაცი მოკლეს

თბილისში, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. „ფორმულასთან“ ინტერვიუში თვითმხილველები ამბობენ, რომ ესმოდათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.