თბილისში, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

„ფორმულასთან“ ინტერვიუში თვითმხილველები ამბობენ, რომ ესმოდათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.