ახალი ამბები

პირველი საჩივარი სპეციალურ უბანზე

30 მაისი, 2010 • 1119
პირველი საჩივარი სპეციალურ უბანზე

79-ე საარჩევნო ოლქის  81-ე სპეცუბანზე  პირველი საჩივარი უკვე დაწერეს. საარჩევნო უბანი ბათუმში, საპატრულო პოლიციის შენობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვისაა გახსნილი. უბანზე 568 ამორმჩეველია რეგისტრირებული. საჩივარი ”ალიანსის” წარმომადგენელმა იმის გამო დაწერა, რომ იმ პირის ფურცელზე, რომელიც მაკონტროლებლად აირჩიეს, სკოჩი იყო დაწეპებული. ამის გამო საჩივარს წერს სამართლიანი არჩევნებიც.

საარჩევნო უბანზე მიიღეს მაჟორიტარ კანდიდატების ბიულეტენებიც, თუმცა ამ წუთებში ისინი საოლქო კომისიისგან იღებენ ინსტრუქციებს, მისცენ თუ არა შსს თანამშრომლებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან არიან, მაჟორიტარებისთვის ხმის მიცემის უფლება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ, დაილუქება, თუ არა ეს ბიულეტენები. ამის გამო კენჭისყრა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი