ახალი ამბები

პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

16 დეკემბერი, 2022 • 1106
პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები მესამე  მოსმენით მიიღო

დღეს, 16 დეკემბერს, პარლამენტმა 81 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მუნიციპალიტეტებში საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს სხდომებს შორის ფუნქციების ახლებურად განაწილება ხდება.

კერძოდ, ცვლილებები, მუნიციპალიტეტისს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მერისა და საკრებულოს პასუხისმგებლობას ახლებურად ანაწილებს და მერს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

თუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ დამტკიცდება, უფლებამოსილება მხოლოდ საკრებულოს შეუწყდება და ახალი არჩევნები დაინიშნება, მერი კი თანამდებობას შეინარჩუნებს.

რაც შეეხება საკრებულოს ფუნქციონირებას, არჩევნების ჩატარებამდე და ახალი საკრებულოს პირველი სხდომის გამართვამდე, საკრებულოს წევრები დროებითი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.

ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს აღარ დაამტკიცებს და ამ ფორმით თვითმმართველობის საქმიანობაში აღარ ჩაერევა.

ცვლილებების ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი აღნიშნულ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ და მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვნად დაააკნინებს საკრებულოს როლს და ადგილობრივ თვითმმართველობას მმართველი პარტიის ვიწროპარტიულ ინტერესებს დაუქვემდებარებს.

ვრცლად ცვლიებების შესახებ:

„გზა მუნიციპალიტეტებში ერთმმართველობისკენ“ – რას ცვლის “ქართული ოცნება”

მასალების გადაბეჭდვის წესი