ახალი ამბები

შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რა პოეზია, ქვეყანა გახლეჩილია, სწორედ ახლაა პოეზიის დრო – ზურაბიშვილი

15 დეკემბერი, 2022 •
შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რა პოეზია, ქვეყანა გახლეჩილია, სწორედ ახლაა პოეზიის დრო  – ზურაბიშვილი

დღეს, 15 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში პოეტ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას კი სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში მიმდინარე თემებზე განცხადება არ გაუკეთებია. ზურაბიშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია, მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბოლო ცნობებს, რომლის შეწყალებისკენაც მას მოუწოდებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„შეიძლება, ვიღაცამ დღეს იფიქროს და აქ ვხედავ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ფიქრობენ, რა პოეზია, რის პოეზია, ქვეყანაში ასეთი სხვა აქტუალური თემები არის, გახლეჩილია ეს ქვეყანა და რა დროს პოეზიაა. სწორედ ახლა არის პოეზიის დრო. ახლა, როგორც არასოდეს, თუ რამე არის, რამაც შეიძლება გაგვაერთიანოს, ჩვენზე ზემოთ გვაყურებინოს, სხვა რამე დავინახოთ, ჩავიხედოთ ჩვენს სულსა და კულტურაში, ეს არის პოეზია და ძალიან გვჭირდება. მე არ ვიცი, სხვა რამ შეიძლება მოგცეს ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც ესოდენ სჭირდება ამ ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი