ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“პოლონელი ემისრები ცდლობდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას” – ანქვაბი

12 დეკემბერი, 2022 •
“პოლონელი ემისრები ცდლობდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას” – ანქვაბი

“აფხაზეთის ხელისუფლება თბილისთან დაკავშირებით ფხიზლადაა, განსაკუთრებით იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ევროპელი და განსაკუთრებით, პოლონელი ემისრები ცდლობდნენ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნას. მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯერ ასეთი რამ არ ხდება”,- განუცხადა რია ნოვოსტის აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრ ანქვაბმა.

ამასთან, ანქვაბმა თქვა, რომ დარწმუნებულია მეზობელ ქვეყანაში ბევრი გონიერი ადამიანია, რომლებიც ამას არ დაუშვებენ.

“მეორე ფრონტის” გახსნაზე აფხაზი ჩინოვნიკების მიერ გაკეთებული განცხადებები აქამდეც ისმოდა. მაგალითად, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ USAID და მისი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯინ პენელი, რომელიც იქამდე უკრაინაშიც მუშაობდა, დაადანაშაულა იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ახდენს ზეწოლას, გახსნას მეორე ფრონტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.

შესაძლო “მეორე ფრონტზე” განცხადება გააკეთა აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამაც სოხუმში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნებოდა აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს.

“რეგიონში არსებობს სიტუაციის გამწვავების საფრთხე, რადგანაც დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებს. დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთია, რომელიც ჩვენს ინტერესებს იცავს. აუცილებელია რუსეთის მიმართ ლოიალობის დემონსტრირება და ამავე დროს, აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გამყარება”.

“მეორე ფრონტის” გახსნის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. “ქართული ოცნების”  კონკრეტული წევრები საჯარო განცხადებებში დასავლეთს “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ადანაშაულებენ.საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეორე ფრონტის გახსნის  თემა მოგონილი და ტყუილია, რითაც პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი

მასალების გადაბეჭდვის წესი