ახალი ამბები

„IN C თბილისი“ — ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრში

1 დეკემბერი, 2022 • 851
„IN C თბილისი“ — ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრში

1, 2 და 3 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში გაიმართება საშა ვალცის ქორეოგრაფიასა და ტერი რაილის მუსიკაზე შექმნილი ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი „IN C თბილისი“.

სპექტაკლი დაფუძნებულია ამერიკული მინიმალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ტერი რაილის ამავე სახელწოდების მუსიკალურ ნაწარმოებზე. საშა ვალცისა და მისი დასის წევრების მიერ  შექმნილი ექსპერიმენტული ქორეოგრაფიული მასალა თანხვდება მუსიკალური ნაწარმოების ცვალებად სტრუქტურას. IN C  არის დაუსრულებელი სასცენო წარმოდგენა, რომლის ქორეოგრაფია იბადება მაყურებლის თვალწინ, აქ და ახლა.

„IN C – თბილისი“ სპექტაკლის ინკლუზიური ვერსიაა, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოში მოღვაწე  შეზღუდული შესაძლებლობების და ტიპური განვითარების მქონე მოცეკვავეები, “საშა ვალცი & სტუმრების” (Sasha Waltz & Guests) დასის წევრებთან ერთად.

„IN C თბილისის“ მიზანია ხელი შეუწყოს შშმ ადამიანების ინტეგრაციას სახელოვნებო პროცესებში, დაეხმაროს მათ პროფესიულ განვითარებაში და ჩართოს ინკლუზიური ელემენტი ქართულ და საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებს შორის დიალოგში.

ინკლუზიური ვერსიის ქორეოგრაფი: ნათია ჩიკვაიძე

მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე

იდეის ავტორი: მაკა ჩხაიძე

მონაწილეობენ: მარიამ ბერიკელაშვილი, იაკობ გოგოტიშვილი, ლევან გოცაძე, ანნა გუმანიუკი, ნინო დავითური, ნინო ლებეშევა, თამარ ნავერიანი, თომა ომანაძე, მარია შალაგინა, ნათია ჩიკვაიძე, თამარ ჩხეიძე.

მოწვეული სტუმრები: ფერნანდო ბალსერა პიტა, კლაუდია დე სერპა სუარესი.

ბილეთები შეიძინეთ აქ.

მთავარ ფოტო: Sasha Waltz & Guests

მასალების გადაბეჭდვის წესი