აფიშაახალი ამბები

„სინანულის დღეები“ – პრემიერა „სამეფო უბნის თეატრში“

25 იანვარი, 2023 • 1309
„სინანულის დღეები“ – პრემიერა „სამეფო უბნის თეატრში“

27 და 28 იანვარს სამეფო უბნის თეატრში გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა „სინანულის დღეები“. ისრაელელი დრამატურგის, ჰანა აზულაი ჰასფარის ირონიულ დრამაში გაიცნობთ ოთხ ძლიერ ქალს, რომლებიც ცდილობენ წარსულის დავიწყებას, პატიებასა და გაერთიანებას.

„გაუცხოებული დები მრავალი წლის შემდეგ პირველად ხვდებიან ერთმანეთს ბავშვობის სახლში. მათი შეკრების მთავარი მიზეზი გაუჩინარებული დედის პოვნაა, თუმცა, ვიდრე რაიმეს მოიმოქმედებენ, ჯერ ერთმანეთი უნდა დაიბრუნონ. ცხოვრების წესით, რელიგიურობით, კლასობრივად განსხვავებული ქალები საკუთარი დედის და ერთმანეთის მნიშვნელობას აცნობიერებენ ყველა იმ სწორ თუ დამღუპველ არჩევანში, რაც კი ოდესმე გაუკეთებიათ“, – ასეთია მოკლე აღწერა სპექტაკლისა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი და იაკო ჭილაია.

სპექტაკლის რეჟისორია თათა პოპიაშვილი. სცენოგრაფია ეკუთვნის ბარბარე ასლამაზს, ხოლო კოსტუმების მხატვარია ავთანდილ მოდებაძე, რეჟისორის ასისტენტი კი – ნათია შალიკაშვილი.

ტექსტი თარგმნა მამუკა ბუცხრიკიძემ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც სალაროში (2 99 61 71), ისე ონლაინ.

პოსტერი: ივა ქიმერიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი