ახალი ამბები

სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

30 ნოემბერი, 2022 •
სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ვაკის პარკში შადრევნის გაუმართაობის შედეგად მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის საქმეზე დაკავებული 9-ვე პირი პატიმრობაში დატოვა.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 2 მოზარდს დენმა დაარტყა, რომლებიც გადარჩნენ. მათ საშველად შადრევანში ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კი დაიღუპა. შადრევანი ამ შემთხვევის წინა დღეს თავად კახა კალაძემ გახსნა საზეიმოდ.

საქმეზე 9 პირია დაკავებული, მათ შორის, მერიის თანამშრომელი.

დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი 19 ოქტომბერს წარუდგინა სამსახურებრივი, ასევე, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი