აფიშაახალი ამბებიკინო

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა

24 ნოემბერი, 2022 • 2678
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება 4-იდან 11 დეკემბრის ჩათვლით.

ფესტივალი გაიხსნება 4 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფილმით „მისტერ ჯონსი“. კინოფესტივალის გახსნას დაესწრება ფილმის რეჟისორი და ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი – აგნეშკა ჰოლანდი, რომელსაც გადაეცემა „ოქროს პრომეთე” კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. წლევანდელ კინოფესტივალზე აგნეშკა ჰოლანდის ფილმების ჩვენება ასევე გაიმართება სექციაში „რეჟისორი ფოკუსში” .

ფესტივალი დაიხურება 10 დეკემბერს დიტო ცინცაძის ფილმით – „როქსი“ (2022წ).

10 დეკემბერსვე გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამოვლინდებიან  ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ ფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს პრომეთე“.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნომინაციებში:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამას შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. ჟიურის შემადგენლობა განსხვავებული იქნება მხატვრული და დოკუმენტური ფილმების შეფასებისას.

მხატვრული ფილმების ჟიური:

ჯული ბერტუჩელი (საფრანგეთი)

ენცო პორჩელი ( იტალია)

სადაფ ფოროღი (ირანი)

დოკუმენტური ფილმების ჟიური:

ალის აგნესკირხნერი (გერმანია)

ჰარუტუნ ხაჩატრიანი (სომხეთი)

ოლენა იერშოვა ( უკრაინა)

ქართული ფილმების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 6 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 8 სრულმეტრაჟიანი და 7 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროექტების წარდგენას ინდუსტრიულ პლატფორმაზე. თითოეულ კატეგორიაში წინასწარ შეირჩევა მაქსიმუმ 7 პროექტი. შერჩეული პროექტები საჯაროდ წარდგენილი იქნება (ფიჩინგი)  8 და 9 დეკემბერს. პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. გამარჯვებული პროექტები დასახელდება 10 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე.

კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს “ადამიანის უფლებები კინოში”. ჯილდო დაწესდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ფესტივალზე ნომინირებულია 10 ფილმი, რომელიც საუკეთესოდ ასახავს ადამიანის უფლებებს. სწორედ ამ 10 ფილმიდან შეარჩევს ჟიური საუკეთესო ფილმს, რომელსაც 10 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გადაეცემა ევროკავშირის პრიზი.

ფილმების ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ ამირანში  – ბილეთების გაყიდვა დაიწყება 1 დეკემბერს.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი
«პრომეთე.“

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს
ეროვნული კინოცენტრი , ქალაქ თბილისის მერია, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს
ფრანგული ინსტიტუტი, რუმინეთის კულტურის ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის
საელჩო, იტალიის საელჩო, ესპანეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, ავსტრიის საელჩო,
რუმინეთის საელჩო, ბრაზილიის საელჩო, ევროკავშირი.

ფესტივალის პროგრამა სექციების მიხედვით

European Forum   ევროპული ფორუმი

  1. Bebia   ბებია – Juja Dobrachkous, Georgia/UK, 113’
  2. Burning Days   მწველი დღეები – Emin Alper, Turkey/France/Germany/Netherlands/Greece, 2022, 127’
  3. Eismayer   აისმაიერი – David Wagner, Austria 2022, 87’
  4. Leonora Addio   მშვიდობით, ლეონორა – Paolo Taviani, Italy, 2021, 90’
  5. Lord of the Ants   ჭიანჭველათა ბატონი – Gianni Amelio, Italy, 2022, 134’
  6. Pacifiction   პასიფიქცია – Albert Serra, France/Spain/Germany/Portugal, 2022, 165’
  7. Roxy   როქსი – Dito Tsintsadze, Germany/Belgium, 2022, 100’
  8. Schoolgirls   გოგონები – Pilar Palomero, Spain, 2020, 97’
  9. The Line   ხაზი – Ursula Meier, Switzerland/France/Belgium, 2022, 100’ 
  10. The Poet   პოეტი – Vytautas V. Landsbergis, Giedrius Tamoševičius, Lithuania 2022, 112’
  11. The Word   სიტყვა – Beata Parkanová, Czech Republic/Slovakia/Poland, 2022, 104’
  12. Triangle of Sadness   სევდის სამკუთხედი – Ruben Östlund, Sweden/UK/USA/France, 2022, 146’
  13. Where Life Begins  შენ აირჩევ სიცოცხლეს – Stéphane Freiss, Italy/France, 2022, 100’

Running for Oscars   ოსკარის მაძიებლები

  1. A Piece of Sky ცის ნაწილი – Michael Koch, Switzerland/Germany, 2022, 136’
  2. Alcarràs ალკარასი – Carla Simón, Spain/Italy, 2022, 120’
  3. Aurora’s Sunrise ავრორას აისი –  Inna Sahakyan, Armenia/Lithuania/Germany, 2022, 96’
  1. Boy from Heaven   ბიჭი სამოთხიდან – Tarik Saleh, Sweden/France/Finland/Denmark/Morocco, 2022, 126’
  1. Cinema Sabaya კინოთეატრი საბაია –  Orit Fouks Rotem, Israel, 2021, 91’
  2. Close ახლოს – Lukas Dhont, Belgium/France/Netherlands, 2022, 105’
  3. Immaculate უმანკო – Monica Stan, George Chiper-Lillemark, Romania, 2021, 114’
  4. Klondike კლონდაიკი – Maryna Er Gorbach, Ukraine/Turkey, 2022, 100’
  5. Mars One მარსი ერთი – Gabriel Martins, Brazil, 2022, 115’
  6. Plan 75 გეგმა 75 – Chie Hayakawa, Japan/France/Philippines, 2022, 105’
  7. Saint Omer სენ-ომერი – Alice Diop, France, 2022, 122’
  8. The Blue Caftan ლურჯი ხიფთანი – Maryam Touzani, Morocco/France/Denmark/Belgium, 2022, 118’
  9. The Kings Of The World სამყაროს მბრძანებლები  – Laura Mora Ortega, Colombia/Luxembourg/France/Mexico/Norway, 2022, 103’
  10. Utama უტამა – Alejandro Loayza Grisi, Bolivia/Uruguay/France, 2022, 87’

Horizons   ჰორიზონტები

  1. Horseplay ლაზღანდარობა – Marco Berger, Argentina, 2022, 102’
  2. Love Life – Kôji Fukada, Japan/France, 2022, 123’
  3. Summer With Hope იმედიანი ზაფხული – Sadaf Foroughi, Canada/Iran, 2022, 99’
  4. The Novelist’s Film მწერალი ქალის ფილმი – Hong Sang-soo, South Korea, 2022, 92’

Made in Germany   დამზადებულია გერმანიაში

  1. All Quiet on the Western Front დასავლეთის ფრონტი უცვლელია – Edward Berger, USA/Germany, 147’
  2. Come With Me to the Cinema – The Gregors წამომყევი კინოში – გრეგორები – Alice Agneskirchner, Germany, 2022, 155’
  3. Rabiye Kurnaz vs. George W. Bush რაბიე ქურნაზი ჯორჯ უ. ბუშის წინააღმდეგ – Andreas Dresen, Germany/France, 2022, 119’
  4. Rimini რიმინი – Ulrich Seidl, Austria/France/Germany, 2022, 114’
  5. Sparta სპარტა – Ulrich Seidl, Austria/Germany/France, 2022, 101’

Country in Focus: Romania   ქვეყანა ფოკუსში: რუმინეთი

  1. Immaculate უმანკო – Monica Stan, George Chiper-Lillemark, Romania, 2021, 114’
  2. Man and Dog კაცი და ძაღლი – Ștefan Constantinescu, Romania/Bulgaria/Sweden/Germany, 2022, 106’
  3. Mikado   მიკადო – Emanuel Pârvu, Romania/Czech Republic, 2021, 96’
  4. Occasional Spies   უნებლიე ჯაშუშები – Oana Bujgoi Giurgiu, Romania, 2022, 100’
  5. Poppy Field   ყაყაჩოების მინდორი – Eugen Jebeleanu, Romania, 2020, 83’
  6. Unidentified   ამოუცნობი – Bogdan George Apetri, Romania, 2021, 123’
  7. The Miracle   სასწაული – Bogdan George Apetri, Romania/Czech Republic/Latvia, 2022, 118’
  8. You Are Ceauşescu to Me   შენ  ჩემთვის ჩაუშესკუ ხარ  – Sebastian Mihâilescu, Romania, 2021, 101’  

Ukraine: Colors of Freedom   უკრაინა: თავისუფლების ფერები 

  1. How is Katya? კატია როგორ არის? – Christina Tynkevich, Ukraine, 2022,
  2. Klondike კლონდაიკი – Maryna Er Gorbach, Ukraine/Turkey, 2022, 100’
  3. Mother of Apostles მოციქულთა დედა – Zaza Buadze, Ukraine, 2020, 122’
  4. Pamfir პამფირი – Dmytro Sukholytkyy-Sobchuk, Ukraine/France/Poland/Chile/Luxembourg/Germany, 2022, 102’

Director in Focus: Agnieszka Holland   რეჟისორი ფოკუსში: აგნეშკა ჰოლანდი 

  1. Jones მისტერ ჯონსი – Agnieszka Holland, Poland/UK/Ukraine, 2019, 118’
  2. Total Eclipse სრული დაბნელება – Agnieszka Holland, Belgium/France, 1995, 111’
  3. Olivier, Olivier ოლივიე, ოლივიე – Agnieszka Holland, France, 1992, 110’
  4. Europa Europa ევროპა ევროპა – Agnieszka Holland, Germany/France/Poland, 1990, 112’

DOCA Initiative   ინიციატივა DOCA

  1. Bon Voyage ბედნიერი მგზავრობა – Garegin Papoyan, Armenia, 2021, 68’
  2. Fragments of Paradise სამოთხის ფრაგმენტები – KD Davison, USA, 2022,98’
  3. Mariupolis 2 მარიუპოლისი 2 – Mantas Kvedaravičius, Lithuania/France/Germany, 2022, 112’
  4. The Museum of Revolution რევოლუციის მუზეუმი – Srđan Keča, Serbia/Croatia/Czech Republic, 2021, 91’
  5. When the Persimmons Grew როცა მწიფდა ხურმა  – Hilal Baydarov, Azerbaijan/Austria, 2019, 118’

Apollo: Momories of Cinema   აპოლო: კინოს მეხსიერება 

  1. La Rabbia di Pasolini მრისხანება  – Pier Paolo Pasolini, Italy, 1963, 74’
  2. Medea მედეა – Pier Paolo Pasolini, Italy/France/Germany, 1969, 110’
  3. Oedipus Rex ოიდიპოს მეფე – Pier Paolo Pasolini, Italy/Morocco, 1967, 104’
  4. The Big City დიდი ქალაქი – Satyajit Ray, India, 1963, 122’

Special Screenings   განსაკუთრებული სეანსები

  1. Falling Leaves გიორგობისთვე – Otar Iosseliani, USSR, 1966, 91’
  2. Jane Campion, The Cinema Woman ჯეინ კემპიონი, კინოს ქალი  – Julie Bertucelli, France, 98’    
  3. Mravalzhamier მრავალჟამიერი – ელდარ შენგელაია, 58’
  4. Roxy როქსი – Dimitri Tsintsadze, Germany/Belgium, 2022,
  5. The Port That Never Was პორტი, რომელიც არ აშენდა – Stefan Tolz, Germany, 2022, 115‘

Georgian Panorama   ქართული პანორამა

Full-length Fictions   სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები

  1. A Room of my Own ჩემი ოთახი – Ioseb (Soso ) Bliadze, Georgia/Germany, 107’
  2. And the Sun Rises და მერე გათენდა – Dito Tsintsadze, Georgia, 2022, 90’
  3. Inconceivable Light აღუქმელი ნათება – Anna Sarukhanova, Georgia, 2022,  82’
  4. The Beautiful Helen მშვენიერი ელენე – George Ovashvili, Georgia/ Turkey/ France 2022, 92’
  5. The Drummer დრამერი – Kote Kalandadze, Georgia, 2022, 84’
  6. The Long Break დიდი შესვენება – Davit Pirtskhalava, Georgia, 2022, 110’

Short Films   მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები

  1. Axel აქსელი – Levan Uchaneishvili,  Georgia 2022, 30’
  2. Jesus Bird (Baptism In The Jordan) ქრისტე ჩიტი (ნათლობა იორდანეში) Mikhail Kvirikadze, Georgia, 2021, 27’
  3. Chandelier ჭაღი – Giorgi Putkaradze, Georgia, 2022, 12’
  4. Last Days of Toto ტოტოს უკანასკნელი დღეები – Tornike Tikaradze, Georgia, 2022, 22’
  5. My Friend Andro  ჩემი მეგობარი ანდრო – Katalina Bakradze,Georgia 2022, 14’
  1. Preparation სამზადისი – Ilia Asitashvili, Georgia, 2021, 15’
  2. Ronin’s Confession რონინის აღსარება – Giorgi Khukhunaishvili, Georgia 2022, 10’
  3. Skyscraper ცათამბჯენი – Davit Shekriladze, Georgia, 2021, 5’
  4. Where Are You Headed? საით მიდიხარ? – Giorgi Ramishvili, Georgia, 2022, 16’
  5. Without a Promise დაპირების გარეშე – Tati Baramia, Georgia, 2022, 13’

Full-length Documentary Films   სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები

  1. A stage – Still We Play On მაინც ვითამაშებთ – Giorgi Varsimashvili, Georgia, 2022, 85’
  2. A State in a State სახელმწიფო სახელმწიფოში – Tekla Aslanishvili, Georgia, Spain, Germany, 2022, 47’
  3. Atonal Glow ატონალური გაბრწყინება – Alexander Koridze, Georgia, 2022, 69’
  4. Endless Light უსასრულო ნათება – Nikoloz Chikovani, Georgia , 2022, 47’
  5. Good Morning to You! Good Night to Me.. დილა მშვიდობისა თქვენ! ღამე მშვიდობისა მე – Tamar Bartaia, Georgia, 52’
  6. InBax ინბაქსი – Tornike Bziava, Georgia, 2022, 67’
  7. Respublika რესპუბლიკა – Khvicha Emiridze, Tinatin Emiridze, Georgia, 2022, 70’
  8. The Northeast Winds აღდგომა – Nokoloz Bezhanishvili, Georgia 2022,  90’

Short Documentary Films   მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები

  1. Elements of Dust მტვრის ნაწილაკები – Giorgi Beruashvili, Georgia, 2022, 31’
  2. Glasses crack, tablecloths splinter ჭიქები იბზარება, მაგიდის გადასაფარებლები იხევა – Anna Japaridze, Georgia, 2022, 17’
  3. Hey, Gunesh! ჰეი, გუნეშ! – Ana Jegnaradze, Marita Tevzadze, Georgia, 2021, 22’
  4. Invisible People უხილავი ხალხი – Vano Tvauri, Georgia, 2020, 14’
  5. Life Is Beautiful ცხოვრება მშვენიერია – Levan Shubashvili, Georgia, 2022, 23’
  6. My Phone Memory ჩემი ტელეფონის მეხსიერება – Papuna Mosidze, Tatia Akhalshenashvili, Georgia, 2022, 30’
  7. The Dead will Understand გაგვიგებენ მიცვალებულები – Marita Tevzadze, Ana Jegnaradze, Georgia, 2022, 22’

მასალების გადაბეჭდვის წესი