ახალი ამბები

ენის დეპარტამენტი: სწორია კატარი

22 ნოემბერი, 2022 • 3191
ენის დეპარტამენტი: სწორია კატარი

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ეხმაურება მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას. უწყება “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ სწორი ფორმაა კატარი და არა ყატარი.

დეპარტამენტის განცხადებით, არაბული ბგერა ق (კაფ) — რომლითაც იწყება ქვეყნის არაბული სახელწოდება قطر — ფონეტიკურად ხასიათდება, როგორც უვულარული, ყრუ, ხშული.

მას ქართულში ზუსტი შესატყვისი არა აქვს, თუმცა ფონეტიკური თვალსაზრისით, ق (კაფ) ყველაზე ახლოსაა ქართულ უკანა სასისმიერ, გლოტალიზებულ ყრუ, ხშულ თანხმოვან -სთან.

“არაბული ენის ბგერა ق ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც კ. ამიტომ სწორია კატარი და არა – ყატარი”, — აღნიშნავს ენის დეპარტამენტი.

უწყება ხაზს უსვამს, რომ კატარი 1971 წელს შექმნილი სახელმწიფოა და სხვა სახით ქართულ ენაში ვერ დამკვიდრდებოდა.

“ამავე წესით ქართულში შემოსულია ნასესხები სიტყვები: რუკა, ბუკი, კეფა, შაკიკი, ლუკმა, ტაბაკი და სხვა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ თუ არაბული სიტყვა ქართულში სპარსული ენის გავლით არის შემოსული, მაშინ კაფ-ს შეიძლება შეესატყვისებოდეს . მაგალითად, ალყა, ყადრი, ყავა, ყავლი, ყაიდა, ყალიბი.

ამ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” თსუ-ს არაბისტიკის დეპარტამენტის პროფესორს, გიორგი ლობჟანიძესაც ესაუბრა. ისიც ხაზს უსვამს, რომ წარმოთქმისას ق უფრო მეტად იხრება ქართული კ-სკენ, ვიდრე ყ-სკენ.

“ტრანსლიტერაციის ტრადიციით, რაც ქართული არაბისტიკა არსებობს, არაბულიდან როდესაც შემოდის ეს ბგერა ქართულში, გადმოაქვთ, როგორც ქართული “, — დასძენს ლობჟანიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული დათქმა არ ვრცელდება ზოგიერთ არაბულ სიტყვაზე, რომლებიც ძირითადად სპარსულისა და თურქულის გავლით, დიდი ხნის შემოსული და დამკვიდრებულია ქართულში.

“იქ [იმ ენებში] არ არის , ამიტომ -დ გაჟღერდა და შემოვიდა, როგორც “, — დასძენს პროფესორი.

ცხადია, ასეთ სიტყვებს შორის არ არის და ვერც იქნება გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი სახელმწიფოს სახელწოდება.

ხსენებულიდან გამომდინარე, ფონეტიკური თვალსაზრისით სწორია კატარი და არა ყატარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი