2026 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაცია 5.6%-ია.
საქსტატის თანახმად, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია 2.2%-ით ფასების ზრდამ ტრანსპორტის ჯგუფში და 2.5%-ით შემცირებამ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2026 წლის აგვისტოს წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.2 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.81 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (20.8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.8 %);
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8%), ზეთი და ცხიმი (7.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4%), რძე, ყველი და კვერცხი (2.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.6%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-6.1%);
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.5%-ით, რაც 0.82 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე:
- ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7%), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (8.4 პროცენტი);
- ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 5.2 %-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.7%ი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.4%ი).
