ახალი ამბები

რომელია სწორი: კატარი თუ ყატარი?

21 ნოემბერი, 2022 • 8774
რომელია სწორი: კატარი თუ ყატარი?

2022 წლის მსოფლიო თასი დაიწყო და ქართულ ტელესივრცესა თუ სოციალურ მედიაში უწინდელზე გაცილებით დიდი ინტენსივობით ახსენებენ ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის სახელს. ასე გაჩაღდა კამათი, რომელია სწორი:

კატარი თუ ყატარი?

ტრანსლიტერაციის ნორმებზე საუბრით რომ არ დაგღალოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ არაბულად მოსაუბრე ადამიანისგან ბოლომდე ვერც ერთს მოისმენთ და ვერც მეორეს.

რატომ?

საქმე ის არის, რომ ქართულ ენაში არ არსებობს ზუსტი ეკვივალენტი არაბული ანბანის 21-ე ასობგერისა ق(კაჶ), რომლითაც იწყება მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნის არაბული სახელწოდება: قطر

მარტივად რომ ვთქვათ, საწარმოთქმო ორგანოების მიხედვით, ق არის სადღაც, შუაში, -სა და-ს შორის.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკითხი გადაუწყვეტელია: თსუ-ს არაბისტიკის დეპარტამენტის პროფესორი, ფილოლოგი გიორგი ლობჟანიძე მარტივად გვიხსნის, რომ წარმოთქმისას ق უფრო მეტად იხრება ქართული -სკენ, ვიდრე -სკენ.

“ტრანსლიტერაციის ტრადიციით, რაც ქართული არაბისტიკა არსებობს, არაბულიდან როდესაც შემოდის ეს ბგერა ქართულში, გადმოაქვთ, როგორც ქართული “, — დასძენს ლობჟანიძე.

დოჰა. ფოტო: EPA/ROBERT GHEMENT

მისივე თქმით, აღნიშნული დათქმა არ ვრცელდება ზოგიერთ არაბულ სიტყვაზე, რომლებიც, ძირითადად, სპარსულისა და თურქულის გავლით, დიდი ხნის შემოსული და დამკვიდრებულია ქართულში.

“იქ [იმ ენებში] არ არის , ამიტომ -დ გაჟღერდა და შემოვიდა, როგორც “, — დასძენს პროფესორი.

ის ახსენებს რამდენიმე სიტყვას, მათ შორის “ერაყი” და “არაყი”, რომელთა ორიგინალ, არაბულ სახელწოდებებში ق ფიგურირებს.

“როდესაც, მაგალითად, სპარსულიდან შემოვიდა რაღაც სიტყვა, იქ გაჩნდებოდა ბუნებრივად იმიტომ, რომ სპარსულენოვანი ადამიანი დაახლოებით ისე გამოთქვამს [ამ ბგერას], როგორც ჩვენ”, — ამატებს ის სხვა ენების გავლით შემოსულ არაბულ სიტყვებზე საუბრისას.

ცხადია, ასეთ სიტყვებს შორის არ არის და ვერც იქნება გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი სახელმწიფოს სახელწოდება. ის პირდაპირ შემოვიდა არაბული ენიდან და დამკვიდრდა, როგორც კატარი.

გიორგი ლობჟანიძე იმასაც ამბობს, რომ ვერ ხედავს ტრაგედიას, თუ ვინმე “კატარს” “ყატარს” დაუძახებს, თუ მას ასე მეტად ემარტივება.

“როცა ამდენი ადამიანი გიმტკიცებს და უფრო ეადვილება “ყ”-ს წარმოთქმა, ხომ არ ჯობია, თავი მიანებო ქართულ ფონეტიკურ სისტემას და როგორც ესმის, ისე [წარმოთქვას] ეს სიტყვა?

ამიტომ ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ვისაც როგორ უნდა, ისე ილაპარაკოს”.

თუმცა ფაქტია, რომ ფონეტიკური თვალსაზრისით სწორია კატარი და არა ყატარი.

“მცოდნე ადამიანი იტყვის კატარს, სხვები — იტვიან ყატარს“, — ამატებს თსუ-ს პროფესორი.

ამავე თემაზე:

ენის დეპარტამენტი: სწორია კატარი

გარეკანის ფოტო: გიორგი ლობჟანიძე. ფოტო: Wikimedia/Rafał Komorowski

მასალების გადაბეჭდვის წესი