ახალი ამბები

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

16 ნოემბერი, 2022 • 1398
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ ხმა 6-მა მათგანმა მისცა.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებმა წარადგინეს, ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზეა შემუშავებული.

უკრაინული კანონის გადმოღებას არ ეთენხმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის ამ სახით მიღება არ შეიძლება და ის ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.

თუმცა „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია ერთი-ერთში გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე გასცემს, ვინაიდან სწორედ უკრაინული მოდელის მიღებას გეგმავს.

ვის მიიჩნევენ ოლიგარქად? — „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი