ახალი ამბებიხელოვნება

თამაზ ბაძაღუას პოეზიის საღამო „მწერალთა სახლში”

16 ნოემბერი, 2022 • 2017
თამაზ ბაძაღუას პოეზიის საღამო „მწერალთა სახლში”

17 ნოემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება პოეტი თამაზ ბაძაღუას პოეზიის საღამო.

პოეზიის წერასთან ერთად თამაზ ბაძაღუა ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მას  თარგმნილი აქვს ჯაკომო ლეოპარდის, პიერ პაოლო პაზოლინის, გიიომ აპოლინერის და რაინერ მარია რილკეს ლექსები. იგი ასევე წერდა დრამებს, რომლებიც გარკვეული სიხშირით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.

1987 წლის 5 ნოემბერს 28 წლის ასაკში თამაზ ბაძაღუა ცოლ-შვილთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 

მწერალთა სახლში პოეზიის საღამოზე მისულ ადამიანებს საშუალება ექნებათ წაიკითხონ პოეტის ერთი ან რამდენიმე ლექსი.

საღამოზე დასწრება თავისუფალია.

მწერალთა სახლი მდებარეობს თბილისში – ივანე მაჩაბლის 13 ნომერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი