ახალი ამბებირეკლამა

სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი თსუ-ში

14 ნოემბერი, 2022 •
სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ და სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა.  

თსუ-ში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ სომხეთის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საუკუნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არმენოლოგიის კათედრის ჩამოყალიბებაზე. მისი თქმით, უნივერსიტეტის მესვეურთ მაშინაც კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ამ დარგის მნიშვნელობა საქართველოსთვის. ამით საფუძველი დაედო არმენოლოგიის სამეცნიერო შესწავლას საქართველოში. 

საუბრის მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის გაძლიერებასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არმენოლოგიის მიმართულების მხარდაჭერაზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი