ახალი ამბები

თსუ-ში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა

14 ნოემბერი, 2022 • 650
თსუ-ში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, სადაც სტუდენტები გამოცდებს აბარებენ, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა.

როგორც „ნეტგაზეთს“ უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თსუ-ში ამბობენ, რომ გამოცდის მიმდინარეობისას სტუდენტებმა ხმაური გაიგეს, რის გამოც საგამოცდო პროცესი შეწყდა.

თსუ-ის პრესსამსახურის თქმით, ე.წ. შეკიდული ჭერის ნაწილი მაშინ ჩამოვარდა, როცა სტუდენტებს აუდიტორია უკვე დატოვებული ჰქონდათ, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.

აღნიშნულის შემდეგ, თსუ-ის პრესსამსახურის თქმით, ადგილზე მივიდნენ სპეციალისტები და მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ აუდიტორიაში ყოფნა უსაფრთხო იყო, საგამოცდო პროცესი გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი