რუსული სამთავრობო ტელეარხის, НТВ-ს წამყვანმა ალექსანდრე ნორკინმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ თავს შეიკავებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ხერსონიდან გასვლაზე კომენტარის გაკეთებისგან, რადგან შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს.
„თუკი ელით, რომ ახლა ჩემს დამოკიდებულებას გაგაცნობთ ხერსონიდან რუსეთის არმიის გასვლის შესახებ, იმედი უნდა გაგიცრუოთ“, – განაცხადა ტელეწამყვანმა, რომელიც სამთავრობო პროპაგანდას ავრცელებს ხოლმე.
„მე რომ მხარი დავუჭირო ამ გადაწყვეტილებას და ვთქვა, რომ თავდაცვის სამინისტრო მოქმედებს სწორად, როცა ხერსონს ტოვებს, ეს ნიშნავს, რომ საჯაროდ გამოვდივარ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწოდებით,
ეს გათვალისწინებულია ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილით, – სპეციალურად შევამოწმე დღეს დილას. სასჯელი რამდენიმე წლით პატიმრობაა.
მე რომ მხარი არ დავუჭირო ამ გადაწყვეტილებას და ვთქვა, რომ თავდაცვის სამინისტრომ არასწორად იმოქმედა, როცა ხერსონი დატოვა, ეს იქნება შეიარაღებული ძალების საჯარო დისკრედიტაცია, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლითაა გათვალისწინებული, ოღონდ მესამე ნაწილით. და სასჯელიც დაახლოებით მსგავსია.
მე არ მსურს ციხეში მოხვედრა. ამიტომ, მოდით, ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ გადავცემთ სიტყვას ჩვენს პატივცემულ სტუმრებს“, – განაცხადა ანდრეი ნორკინმა.
Russian TV host Andrei Norkin’s realisation that his country lacks freedom of speech:
If I back the decision to withdraw from Kherson, I’m going to jail for questioning Russia’s territorial integrity
And if I oppose it, I’m going to jail for discrediting the armed forces pic.twitter.com/KRj0RsI00i
— Francis Scarr (@francis_scarr) November 10, 2022
რუსეთის სამხედრო ნაწილები ტოვებენ ხერსონის ოლქის ნაწილსა და უშუალოდ ქალაქ ხერსონის ტერიტორიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი უკან იხევენ და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან სრულად გადადიან მარცხენა სანაპიროზე.
რუსეთის სამხედრო სარდლობამ ხერსონის ოლქის ნაწილის დატოვების გადაწყვეტილება გუშინ, 9 ნოემბერს მიიღო.
ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.
გარდა ხერსონისა, უკრაინული ძალები პერიოდულად ათავისუფლებენ დასახლებებს ლუგანსკის ოლქში.
ამავე თემაზე გირჩევთ: