ახალი ამბები

ოლიგარქიული მმართველობის მქონე ქვეყანას სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვს – ლელო

9 ნოემბერი, 2022 • 378
ოლიგარქიული მმართველობის მქონე ქვეყანას სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვს – ლელო

პარტია „ლელო“ აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმრების და ოლიგარქიუილი მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას მცირე შანსი აქვს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ასე ეხმიანება პარტია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის შესწორებული ვერსიის მიღებას.

„ლელო“ ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტის ანგარიში ,,საქართველო-ევროკავშირის ასოცირების” შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ არის ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი.

„დოკუმენტის ტექსტი და შესწორებები მიღებულ იქნა სრული პოლიტიკური კონსენსუსით, მას მხარს უჭერს ევროკავშირის ყველა პოლიტიკური ძალა. მათ შორის, ,,სოციალისტური პარტია”, რომლის წევრიც გახლავთ ,,ქართული ოცნება”, და სწორედ ,,სოციალისტური პარტიის” წარმომადგენელი – სვენ მიქსერი იყო ზემოაღნიშნულ საკითხზე მთავარი მომხსენებელი.

დოკუმენტი ადგენს, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. ამის მაგალითია ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული საქმე და ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევა.

დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ სამართლებრივი დევნის ერთადერთი მოტივაცია იყო პოლიტიკური, რაც დაადასტურა ევროპარლამენტმა. დარწმუნებული ვართ, რომ იგივე განმეორდება სტრასბურგის სასამართლოზეც.

ანგარიშმა ცხადყო, რომ როდესაც ევროკავშირი საუბრობს დეოლიგარქიზაციის შესახებ, საუბარი შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების გათავისუფლებას ივანიშვილის გავლენისგან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე ,,ლელოს” სწორი პოზიცია“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

„ლელო“ იმედოვნებს, რომ ვინაიდან ანგარიშში ნიკა გვარამიას, ,,ტვ პირველის” და ,,ფორმულას” დამფუძნებლების საქმეებიცაა მოხსენიებული, როგორც მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების გამოყენების ფაქტები, ამას პრეზიდენტი გაითვალისწინებს გვარამიას საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენების განხილვისას.

ამასთან, ,,ლელო“ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, რაც ასევე გაზიარებულია ევროპარლამენტის ანგარიშში.

პარტია ხაზს  უსვამს, რომ ამ მოთხოვნის ავტორი ,,ქართული ოცნების” პარტნიორი პარტიაა.

„ცალსახაა, რომ მსგავსი ფართო პოლიტიკური კონსენსუსის ფონზე, ,,ქართულმა ოცნებამ” სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს. სისულელეა ,,ქართული ოცნების” განაცხადი, რომ ევროპარლამენტის ანგარიშს არ აქვს ზეგავლენა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

ევროპლარმენტში წარმოდგენილი პარტიები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებას წარმოადგენენ, შესაბამისად, პოლიტიკური პოზიცია, რომელიც იკვეთება ევროპარლამენტში, ვერ გადაიხედება. მაგალითათ, თუ სოციალისტები ევროპარლამენტში თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვლი ოლიგარქია, სხვა პოზიციას სოციალისტი პრემიერი ვერ დაიკავებს ევროპულ საბჭოში და იგივე შეეხება ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას, რადგან პოლიტიკური კონსენსუსია და გასაგებია, რომ ეს არის სრული ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოსაზრება“, – აცხადებს „ლელო“.

„ლელოს“ თქმით, საინტერესოა, რა პასუხის გაცემას აპირებს ,,ქართული ოცნება” საკუთარი პოლიტიკური პარტნიორებისთვის ევროპაში.

„ეტყვის თუ არა, მაგალითად, „სოციალისტურ პარტიას“, რომ მათ პოზიციას და სიტყვას ევროპარლამენტში ,,ჩალის ფასი აქვს”.

,,ლელოს” სურვილია, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ როგორც ამ ანგარიშიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, ,,ქართული ოცნების” პოლიტიკა მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი ქვეყნის შანსებს. პოლიტიზირებული მართლმსაჯულების, პოლიტიკური პატიმრების და ოლიგარქიუილი მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვს“, – აცხადებს „ლელო“.


8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის შესწორებული ვერსია.

დოკუმენტში შესული ცვლილებებით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურანლოდ, როგორც ჰუმანიტარული საფუძვლით, ასევე პოლიტიკური პოლარიზების შემცირების მიზნით. ამასთან, ანგარიშში შევიდა შესწორება, სადაც მწუხარებაა გამოთქმული იმის გამო, რომ ღრმა პოლარიზება კვლავ ქართული პოლიტიკური გარემოსთვის დამახასიათებელ ნიშნად რჩება და მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, აგრესიული რიტორიკისგან თავი შეიკავონ.

ამასთან, ანგარიშს დაემატა პარაგრაფი, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროა ქვეყნის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე კერძო ინტერესების აღმოხვრა, როგორც ესმ ითითებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ დანსაზღვრულ პრიორიტეტებში და ნათქვამია, რომ ეს განსაკუთრებით ეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.„გვარამიას საქმე, სააკაშვილის გადაყვანა და ივანიშვილის გავლენები“ – ცვლილებები ევროპარლამენტის ანგარიშში

მასალების გადაბეჭდვის წესი