კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, IRI-ის კვლევის თანახმად, ქართული ოცნება 25%-ს მიიღებდა, ხოლო ენმ – 12%-ს.
კვლევის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ 5%-იან ბარიერს სხვა ვერც ერთი პარტია ვერ ლახავს. ამომრჩევლის დიდი ნაწილი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, ვის უჭერს მხარს.
- საქართველოსთვის – გიორგი გახარია – 3%
- გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ ჯაფარიძე – 3%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 2%
- დროა – 2%
- ლეიბორისტული პარტია – 2%
- ხალხისთვის – ანა დოლიძე – 2%
- გირჩი – 2%
- პატრიოტთა ალიანსი – 2%
- ლელო – 1%
- მოქალაქეები – 1%
მონაცემები 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის შუალედში შეგროვდა. კვლევის ფარგლებში საქართველოში მუდმივად მცხოვრებელი 1 500 სრულწლოვანი მოქალაქე პირისპირი ინტერვიუს გზით გამოკითხეს. ანგარიშის ავტორების თქმით, კვლევა რეპრეზენტატულია და მისი ცდომილების ზღვარი 2.5%-ს შეადგენს.
სრულად კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.