ახალი ამბებიეკონომიკა

გაორმაგებულია მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ 1 წელში ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდა – IRI

7 ნოემბერი, 2022 • 2173
გაორმაგებულია მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ 1 წელში ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდა – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ ბოლო 12 თვეში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ეს იმ ფონზე, როცა მარტში ჩატარებული ამავე კვლევის მიხედვით, ანალოგიურ კითხვაზე ასე უპასუხა 6%-ზე ნაკლებმა.

კვლევის მიხედვით კითხვაზე, როგორ შეიცვალა საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა, გამოკითხულთა 1-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა, 12$-მა კი განაცხადა, რომ ნაწილობრივ გაუმჯობესდა.

აღნიშნულ კითვაზე გამოკითხულთა 26%-მა თქვა, რომ ვითარება არ შეცვლილა, 31%-ის აზრით კი  გაუარესდა.

IRI-ს წინა კვლევის მიხედვით, რომელიც 2022 წლის მარტში ჩატარდა, გამოკითხულთა 46% აცხადებდა, რომ ვითარება გაუარესდა.

ამავე კვლევის მიხედვით, კითვაზე, თუ როგორ დაახასიათებდნენ მათი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, სექტემბერში გამოკითხულთა 2%-მა განაცხადა, რომ ძალიან კარგად, 48%-მა აღნიშნა, რომ მეტნაკლებად კარგად, 35% კი ამბობდა, რომ მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა ნაწილობრივ ცუდია. გამოკითხულთა 16% კი აღნიშნავდა, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური სიტუაცია ძალიან ცუდია.

ამასთან, კვლევის ავტორების განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შორის გამოკითხულებმა დაასახელეს უმუშევრობა, ცხოვრების მაღალი ხარჯი და სიღარიბე.

კითხვაზე კი, თუ როგორი განწყობა დომინირებს საზოგადოებაში, გამოკითხულთა 47% აცხადებს, რომ ოპტიმისტური, 38% ამბობს, რომ ნეიტრალური, 15% კი მიიჩნევს, რომ პესიმისტური. აღნიშნულ კითხვაზე პასუხების პროცენტრული განაწილება შეცვლილია მარტში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით. მაშინ გამოკითხულთა 55% ქართული საზოგადოების ზოგად განწყობას ოპტიმისტურად აფასებდა, 33%- ნეიტრალურად, 12% კი- პესიმისტურად.

რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას, მონაცემები 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის შუალედში შეგროვდა. კვლევის ფარგლებში საქართველოში მუდმივად მცხოვრებელი 1 500 სრულწლოვანი მოქალაქე პირისპირი ინტერვიუს გზით გამოკითხეს. ანგარიშის ავტორების თქმით, კვლევა რეპრეზენტატულია და მისი ცდომილების ზღვარი 2.5%-ს შეადგენს.

სრულად კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი