ახალი ამბები

უნგრეთში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო დაახლოვდება ჩვენი ქვეყნები – დარჩიაშვილი

27 ოქტომბერი, 2022 • 872
უნგრეთში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო დაახლოვდება ჩვენი ქვეყნები – დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს უნგრეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან „უნგრეთი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გამორჩეული მხარდამჭერია“.

დარჩიაშვილის თქმით, ვიზიტი მოიტანს „კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ და „ახალ საფეხურზე გადავა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა“.

„ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ წლების განმავლობაში, გვექნება ახალი კონკრეტული იმპულსები, რომლითაც კიდევ უფრო დაახლოვდება ჩვენი ორი ქვეყანა, კიდევ უფრო გაძლიერდება თანამშრომლობა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტსა და ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე გირჩევთ, წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი