სვანეთში დაკარგული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ის სავარაუდოდ ტურისტია რუსეთიდან.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალის ავტომობილი ბოლოს ჭალაადის მყინვართან ნახეს.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დღეს, პირველ სექტემბერს დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
