ახალი ამბები

„პარტნიორების შიშველ ფოტოებს ნათესავებს უგზავნიდნენ, აშანტაჟებდნენ“ – საგამოძიებომ 5 პირი დააკავა

27 ოქტომბერი, 2022 • 796
„პარტნიორების შიშველ ფოტოებს ნათესავებს უგზავნიდნენ, აშანტაჟებდნენ“ – საგამოძიებომ 5 პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ისინი სხვადასხვა საქმეზე არიან დაკავებული, თუმცა დანაშაულები ერთმანეთს ჰგავს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები სხვადასხვა დროს „მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი აღნიშნულ ვიდეო და ფოტომასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ“.

უწყების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს უკვე წარუდგინა ბრალდება. თითოეულ მათგანს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი