ახალი ამბები

აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია – დარჩიაშვილი

20 ოქტომბერი, 2022 •
აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია – დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, ეთანხმება, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირპიდაპირი დიალოგი აუცილებელია.

ამის შესახებ მან დღეს, 20 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენისას ფრიდონ ინჯიას კითხვის პასუხად განაცხადა.

კერძოდ, „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ ილია დარჩიაშვილს ჰკითხა:

„პირდაპირი დიალოგი ჩვენს აფხაზებთან და სამაჩაბლოს ტერიტორიასთან, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამის გარეშე ეს საკითხი გადაწყდეს? როგორც მოქალაქეს გეკითხებით, ფიქრობთ თუ არა, რომ პირდაპირი დიალოგის გარეშე ქვეყნის ეს ორი ნაწილი დაუბრუნდეს საქართველოს“, – იკითხა ინჯიამ.

რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა:

„თქვენს კითხვაზე, მიმაჩნია თუ არა, რომ პირდაპირი დიალოგი აუცილებელია, დიახ, გიდასტურებთ და ვთვლი, რომ პირდაპირი დიალოგი აუცილებელია“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი