ახალი ამბები

„საქპატენტის“ თავმჯდომარედ წულუკიანის ყოფილი მოადგილე დაინიშნა

20 ოქტომბერი, 2022 • 811
„საქპატენტის“ თავმჯდომარედ წულუკიანის ყოფილი მოადგილე დაინიშნა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქპატენტის“ თავმჯდომარედ დანიშვნამდე სოსო გიორგაძე იყო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის მოადგილე, მანამდე კი იყო წულუკიანის მოადგილე მისი იუსტიციის მინისტრობისას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი