bbc
სერბეთში ახალი საერთო სასაფლაო აღმოაჩინეს. ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის (EULEX) ინფორმაციით, სასაფლაოზე 250-მდე კოსოვოელი ალბანელის ცხედარია დამარხული.
ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიამ, ევროპის საპოლიციო მისიამ კოსოვოში და სერბეთის მთავრობამ შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები გაგზავნეს.
ვარაუდობენ, რომ მიცვალებულები 1998-1999 წლების ომის დროს დაიღუპნენ, როცა სერბეთის ჯარები აჯანყებულებს, კოსოვოელ ალბანელებს ებრძოდნენ.
სასაფლაო ქალაქ რასკასთან, სამხრეთ სერბეთში, კოსოვოს-სერბეთის საზღვართან, ახლოს მდებარეობს.
EULEX-ს გამომძიებლებს მუდმივად ჰქონდათ ეჭვი, რომ ამ ტერიტორიაზე საერთო საფლავი იყო. სამარხს ბოლო ორი წელი ეძებდნენ.
“ომის დანაშაულებათა გამოძიების” წარმომადგენლების თქმით, ეგზჰუმაცია რამდენიმე დღეში ქალაქ რუდნიკაში დაიწყება. დედაქალაქ ბელგრადიდან სამხრეთით, 180 კმ-ის მოშორებით.
“ეს არის იმის მტკიცებულება, რომ სერბეთი თვალს უსწორებს თავის შავბნელ წარსულს და მზადაა დაუკანონოს სამართალი მათ, ვისაც კონფლიქტის დროს დანაშაული შეეხო”, განუცხადა AFR-ს ომის დანაშაულობათა გამომძიებელმა ვიქტორ ვუკჩევიჩმა.
ოფიციალური პირების განცხადებით გარდაცვლილთა გვამები შენობის ქვეშ არის დამარხული.
BBC-ის ინფორმაციით, ეს არ არის პირველი საერთო საფლავი, რომელიც სერბეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. 2001 წელს 800-მდე ალბანელი კოსოვოელის ცხედარი სერბეთის არაერთ ნაწილში იპოვეს. მათ შორის იყვნენ პოლიციის შენაერთებიც.
ცხედრები კოსოვოდან მას შემდეგ გადაასვენეს სერბეთის ტერიტორიაზე, რაც ნატოს ჯარებმა სერბეთის თავდაცვის ძალები აიძულეს, რომ კოსოვოს დაეტოვებინათ.
შარშან ოთხი სერბი პოლიციელი 1999 წელს 50 კოსოვოელის დახვრეტის გამო გაასამართლეს.
მკვლევარები ამბობენ, რომ კოსოვოს კონფლიქტის დროს 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათი უმეტესობა ალბანელი იყო, 2 300 კი – სერბი. 1800-ზე მეტი დაკარგულად ან დაღუპულად მიიჩნევა.
1999 წელს სერბეთის ჯარები კოსოვოს მაშინდელი პროვინციიდან ნატოს სამხედრო კამპანიის შემდეგ გამოიწვიეს. კოსოვო ევროკავშირის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.
კოსოვოს დამოუკიდებლობა 2008 წელს სერბეთმა და ზოგიერთმა სახელმწიფომ არ აღიარა, ხოლო აშშ-მ და ევროპის მრავალმა სახელმწიფომ – კი .