ახალი ამბები

„ყველა დაისჯება“ — კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

13 ოქტომბერი, 2022 • 1007
„ყველა დაისჯება“ — კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  დღეს, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე ყველა დამნაშავე დაისჯება.

„უმძიმესი ფაქტია. თავზარდაცემულები ვართ ყველა. გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და, ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში“, —განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განცხადებით, რეაბილიტაციის პროექტი დიდი ხანია დასრულებულია და „გრინ სერვის პლუსმა“ განახორციელა. მისივე განცხადებით. პარკი გუშინ მოინახულეს მერიის წარმომადგენლებმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მერიის პასუხისმგებლობას, კალაძე ამბობს:

„რა თქმა უნდა [ვხედავ პასუხისმგებლობას] უდიდესი თემა არის, უმძიმესი თემა არის. თავზარდაცემული ვართ ყველა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი,“

დღეს, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 მოზარდს დენმა დაარტყა, მათგან ერთ-ერთი, 13 წლის გოგო, დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი