საზოგადოება

დაიღუპა ბავშვი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა

13 ოქტომბერი, 2022 • 3513
დაიღუპა ბავშვი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა

13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, დაიღუპა. ინფორმაციას ხეჩინაშვილის კლინიკა ავრცელებს.

კლინიკის თქმით, ინციდენტისას დაშავებული ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია მოახერხეს და ის სხვა კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

„რაც შეეხება გოგონას, 13 წლის შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, — განაცხადა ექიმმა.

დღეს, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შესასვლელის სიახლოვეს, შადრევანში ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთი მათგანი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრამვები არ აქვს და კონტაქტურია. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმე იყო.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ორი მათგანი ბურთის ამოსაღებად წყალში ჩავიდა, ხოლო როდესაც მათ დენმა დაარტყა, დასახმარებლად ჩავიდა მესამე არასრულწლოვანიც, რომელსაც ასევე დაარტყა დენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი