ახალი ამბები

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს

10 ოქტომბერი, 2022 • 937
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 11 ოქტომბრის 10.00 საათზე და გაგრძელდება 13 ოქტომბრის 18.00 საათამდე მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №114. სარეგისტრაციო განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: chancellery@tsu.ge.

კანდიდატების განაცხადების განხილვის შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კანდიდატმა სხვა საბუთებთან ერთად უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა.

გიორგი შარვაშიძის მიერ რექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობა ნეტგაზეთმა 7 ოქტომბერს გაავრცელა, რაც მალევე თავადვე დაადასტურა.

იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით – 2020 წელს აირჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი