ახალი ამბები

2 მესიჯი ჩავარდა “ოცნების“ ჩატში: ომბუდსმენი ეკლესიას ებრძვის და უნდა ომი – წითლიძე

7 ოქტომბერი, 2022 • 843
2 მესიჯი ჩავარდა “ოცნების“ ჩატში: ომბუდსმენი ეკლესიას ებრძვის და უნდა ომი – წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსია, რომ სახალხო დამცველი ეკლესიიას ებრძვის.

ამის შესახებ მან დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველს უსმენენ.

ასე გამოეხმაურა წითლიძე სახალხო დამცველისთვის უმრავლესობის წევრების მიერ დასმულ კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობას.

„წარმოუდგენელი რაღაც იყო ახლა, რაც აქ მოხდა. ორი მესიჯი ჩავარდა „ქართული ოცნების“ ჩატში. ერთი, რომ ეკლესიას ებრძვის სახალხო დამცველი და მეორე, რომ სახალხო დამცველს უნდა ომი. ეს არის, სამწუხაროდ, ის, რასაც ბოლო ათი წლის განმავლობაში არამხოლოდ სახალხო დამცველის წინააღმდეგ, პოლიტიკური ოპენენტების წინააღმდეგაც იყენებს უმრავლეოსბა ამ ბინძურ მესიჯებს.

თუ ვინმემ ავნო ქართულ ეკლესიას, ავნეთ თქვენ, ძვირფასო უმრავლეოსობის წევრებო. თქვენი ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტად არის შემცირებული ეკლესიისადმი ნდობა და ეს მოახერხეთ თქვენ, ბინძური მეთოდებით“, –  განაცხადა ანი წითლიძე.


დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს უსმენენ, რომლებიც შეეხება 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

ომბუდსმენის მოსმენისას უმრავლესობის წევრების კრიტიკის ობიექტი სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი გახდა, რომლითაც  2020 წელს მიღებული კანონი გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ქვეყანაში თანასწორობის უფლებას არღვევს და სწორედ ამიტომ, მისი გაუქმება მოითხოვა.

დღევანდელ სხდომაზე კი სახალხო დამცველის სარჩელი მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.

სწორედ ამ კონტექსტში დასვეეს კითხვა როგორც „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა, ისე „ოცნებიდან“ წასულმა, მაგრამ უმრავლესობაში დარჩენილმა გურამ მაჭარაშვილმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი