ახალი ამბები

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

3 ოქტომბერი, 2022 • 1150
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლიანა ჭუმბურიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პრესსამსახურის ცნობით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ვლადიმერ პაპავა იქნება.

რაც შეეხება ლიანა ჭუმბურიძეს, კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, მან თანამდებობა პარასკევს, 30 სექტემბერს დატოვა, თუმცა უცნობია ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

ჭუმბურიძე რესპუბლიკური საავადყოფოს დირექტორად რამდენიმე თვის წინ, მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა, მას შემდეგ რაც თანამდებობა დატოვა კლინიკის მაშინდელმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ.

კლინიკის მენეჯმენტში ცვლილებების შესახებ მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. უწყება აცხადებდა, რომ კლინიკაში რეორგანიზაციის პროცესი “ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურულ-ფუნქციური ოპტიმიზაციის მიზნით” მიმდინარეობდა.

ლიანა ჭუმბურიძე 2019 წლიდან ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოპერაციო დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი