რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე უკრაინის ტერიტორიები — ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები — რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. ამის შემეგ გაიმართა ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია.
პუტინმა თავის ანტიდასავლურ სიტყვაში დასავლეთი დაადანაშაულა კოლონიალიზმში და თქვა, რომ „ამიერიდან ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები არის რუსეთის ნაწილი სამუდამოდ“.
სანამ რუსეთი უკრაინის 4 ოლქის ანექსიის შესახებ გამოაცხადებდა, 24-27 სექტემბერს ოკუპირებულ ოლქებში უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივებმა მხარი დაუჭირეს ამ ოლქების ჯერ დამოუკიდებლობას, შემდგომ კი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.