საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე ეხმაურება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გაფორმებას.

„ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას იმისთვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს. ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!“, — წერს ზურაბიშვილი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ხელი მოაწერა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ოლქების რუსეთთან შეერთების შესახებ. დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილში რუსეთთან შეერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართა.

კრემლში ხელი მოაწერეს უკრაინის 4 ოლქის ანექსიას