ახალი ამბები

რეპერი Coolio 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

29 სექტემბერი, 2022 • 440
რეპერი Coolio 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

რეპ-შემსრულებელი, არტის ლეონ აივი უმცროსი, სასცენო სახელით Coolio („ქულიო“) 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუსიკოსის მენეჯერმა განაცხადა, რომ ქულიო მეგობრის სახლში იმყოფებოდა, საპირფარეშოში გავიდა და კარგა ხანს არ დაბრუნებულა, რის შემდეგაც მეგობარმა მიწაზე გართხმული იპოვა.

გარდაცვალების მიზეზი ჯერ დაუზუსტებელია. TMZ იუწყება, რომ ადგილზე სამართალდამცავებს არ აღმოუჩენიათ რაიმე ნარკოტიკული საშუალება და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ავტოფსია და ტოქსიკოლოგიური ტესტი დაინიშნა.

ქულიო განსაკუთრებით პოპულარული 1995 წლიდან გახდა, სიმღერით Gangsta’s Paradise.

მან თბილისშიც ჩაატარა რამდენიმე კონცერტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.