ახალი ამბები

მკაცრად ვგმობ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში – ზურაბიშვილი

28 სექტემბერი, 2022 • 737
მკაცრად ვგმობ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ეხმიანება და მკაცრად გმობს.

„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი