ახალი ამბები

გერმანია მობილიზაციას გამოქცეულ რუსებს მიიღებს „გარკვეული პირობებით“

23 სექტემბერი, 2022 • 965
გერმანია მობილიზაციას გამოქცეულ რუსებს მიიღებს „გარკვეული პირობებით“

გერმანია მზად არის „გარკვეული პირობებით“ შეიფაროს ის პირები, რომლებიც რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციას გამოექცნენ.

„დეზერტირებს, რომლებსაც სამშობლოში სერიოზული რეპრესიებით ემუქრებათ, შეუძლიათ, როგორც წესი, მიიღონ საერთაშორისო დაცვა გერმანიაში“, – თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში.

„ყველას, ვინც ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და ამით დიდ საფრთხეში იგდებს თავს, შეუძლია თავშესაფარი მოითხოვოს პოლიტიკური დევნის მოტივით“, – განაცხადა მან.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომ “როგორც ჩანს, ბევრი რუსი ტოვებს სამშობლოს – ვისაც სძულს პუტინის გზა და უყვარს ლიბერალური დემოკრატია, მივესალმებით გერმანიაში”.

კრემლმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.

მობილიზაცია ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სწავლება და ირიცხებოდნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში.

კრემლს მობილიზაციის გამოცხადება მას შემდეგ მოუწია, რაც უკრაინაში მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგები იწვნია, მათ შორის, დაკარგა კონტროლი ხარკოვის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიის დიდ ნაწილზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი