ახალი ამბები

ის, ვინც ვერ იცავს ექსპონატებს, ვერ მუშაობს მუზეუმში — წულუკიანი

22 სექტემბერი, 2022 • 670
ის, ვინც ვერ იცავს ექსპონატებს, ვერ მუშაობს მუზეუმში — წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკუანი აცხადებს, რომ საქართველოს მუზეუმებიდან ორი ათასზე მეტი ექსპონატია დაკარგული.

წულუკიანის თქმით, ესაა ერთ-ერთო პასუხი იმისა, თუ რატომ გაათავისუფლა მუზეუმიდან თანამშრომლები.

ამის შესახებ მან დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტში მოსმენისას ისაუბრა.

„გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინვენტარიზაციის შედეგები გვაჩვენებს, რომ 2640 ექსპონატი დაკარგულად ითვლება.

შესაბამისად, ეს არის, ალბათ, არაპირდაპირი პასუხი, თუ რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი ყოფილის სტატუსით დღეს. ეს არის ერთ-ერთი ახსნა. როდესაც შენ გაბარია ექსპონატი და ვერ უვლი, როცა ექსპონატს არ აქვს პასპორტი, როცა შენ 1990-იანი წლებიდან, 2010 წლიდან გაგზავნილი გაქვს უცხოეთში ფერწერული ტილო და შენ არ ინტერესდები, სად არის ის, ასეთი ადამიანი გუნდში ვეღარ იმუშავებს“, — განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, კულტურის სამინისტრო დაინტერესებული პირებისთვის დაკარგული ექსპონატების სიას გამოაქვეყნებს.

„ის, ვინც ვერ იცავს [ექსპონატებს], ვერ მუშაობს მუზეუმში“, — აღნიშნა მინიტრმა.

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, ეროვნული მუზეუმიდან ათეულობით პროფესიონალი გაათავისუფლეს, რომელთა ნაწილმა სასამართლოშიც იჩივლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი