ახალი ამბები

მეტროში ლოდინის დროის პრობლემა არაა, „სადგურის მოედანზე“ საცობს ხალხი ქმნის – წილოსანი

21 სექტემბერი, 2022 •
მეტროში ლოდინის დროის პრობლემა არაა, „სადგურის მოედანზე“ საცობს ხალხი ქმნის – წილოსანი

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით პრობლემა არ დგას და პრობლემები თავს იჩენს  ახმეტელისა და ვარკეთილის მეტროსადგურების შესასვლელთან – ასევე, სადგურის მოედანზე.

„მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. დგას მხოლოდ ახმეტელის თეატრთან და ვარკეთილის მეტროსთან, ასევე, სადგურის მოედანთან დაკავშირებით. შესასვლელთან არის რიგი, თორემ მეტრო ემსახურება ბაქანზე მდგარ აბსოლუტურად ყველა მგზავრს“, – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა 21 სექტემბერს.

„ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც მეტრომ გაიარა და ბაქანზე დარჩნენ ადამიანები. შეიძლება მაჩვენოთ ბაქანზე ბევრი ადამიანი, მაგრამ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც მეტროში ბაქანზე ადამიანები დარჩნენ“, – განაცხადა მან.

წილოსანის თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა სადგურის მოედანზე:

„სადგურის მოედანზე, გადასასვლელში, სამწუხაროდ, ჩვენ, მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ. შესაბამისად, ისინი ქმნიანს საცობს, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და ამ შეფერხების გამო პრობლემა ექმნება გვირაბის გამტარუნარიანობას“, – თქვა ვიქტორ წილოსანმა.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი