გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე დღეს, 19 სექტემბერს, ვესტმისტერის სააბატოში, წმინდა გიორგის სამლოცველოში დაასვენეს, საიდანაც მოგვიანებით გადაასვენებენ მეფე ჯორჯ მეექვსის მემორიალურ სამლოცველოში.
სწორედ ამ სამოლცველოში არიან დასვენებული ელისაბედ მეორის მშობლები: მეფე ჯორჯ მეექვსე და დედოფალი ელისაბედი.
მოგვიანებით მეფე ჯორჯ მეექვსის მემორიალურ სამოლოცველოში გადაასვენებენ მისი მეუღლის, პრინც ფილიპის ცხედარსაც.
ელისაბედ მეორე დიდ ბრიტანეთს 70 წლის განმავლობაში ედგა სათავეში. ის 8 სექტემბერს გარდაიცვალა.
ცნობა იმის შესახებ, რომ დედოფალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ბუკინგემის სასახლემ მონარქის გარდაცვალების დადასტურებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა.
ელისაბედ მეორე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა.
2022 წლის 6 თებერვალს, 95 წლის ასაკში, იგი გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც 70 წლის განმავლობაში იკავებდა ტახტს.
