ახალი ამბები

დედოფალი ელისაბედ II იყო კლდე, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა — ლიზ ტრასი

9 სექტემბერი, 2022 • 1239
დედოფალი ელისაბედ II იყო კლდე, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა — ლიზ ტრასი

„ესაა დღე დიდი დანაკლისისა, მაგრამ დედოფალი ელისაბედ II უდიდეს მემკვიდრეობას ტოვებს”, — აღნიშნა გაერთიანებული  პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე სიტყვით გამოსვლისას.

“ჩვენ, ყველანი განადგურებულნი ვართ ახალი ამბებით, რომლებიც ახლახან გავიგეთ ბალმორალიდან. მისი უდიდებულესობა დედოფლის გარდაცვალება უდიდესი შოკია ერისთვის და მსოფლიოსთვის.

დედოფალი ელისაბედ II იყო კლდე, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა. ჩვენი ქვეყანა მისი მმართველობის დროს გაიზარდა და აყვავდა.

დიდი ბრიტანეთი მისი წყალობით დღეს არის უდიდესი ქვეყანა”, — დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

ლიზ ტრასის სიტყვებით, დედოფალი იყო დიდი ბრიტანეთის სული, რომელიც განაგრძობს არსებობას.

“დედოფალმა ელისაბედ II-მ მოგვცა სტაბილურობა და ძალა, რომელიც გვჭირდებოდა… ის იყო პირადი შთაგონება ჩემთვის და მრავალი ბრიტანელისთვის.  მოვალეობისადმი მისი ერთგულება მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის”.

“დღეს გვირგვინი გადაეცემა – როგორც ეს ხდება ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში – ჩვენს ახალ მონარქს, ჩვენს ახალ სახელმწიფო მეთაურს: მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს”.

“მეფის ოჯახთან ერთად ჩვენც გლოვობთ მისი დედის დაღუპვას. და როცა გლოვობთ, უნდა გავერთიანდეთ, როგორც ხალხი, მის მხარდასაჭერად”, — დასძინა ტრასმა და ასე დაასრულა გამოსვლა:

“მეორე ელისაბედური ეპოქის დასრულებით, შევდივართ ახალ ეპოქაში ჩვენი დიდი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიისა. ზუსტად ისე, როგორც მისი უდიდებულესობა მოისურვებდა – სიტყვების წარმოთქმით: ღმერთო დაიფარე მეფე”.

ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II  8 სექტემბერს, შუადღისას გარდაიცვალა.

ელისაბედ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა.

2022 წლის 6 თებერვალს, 95 წლის ასაკში, იგი გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც 70 წლის მანძილზე იკავებდა ტახტს.

პრინცი ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა

პრინცი ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი