ახალი ამბები

ახალგაზრდების 65%-ის თქმით, მათ ინტერსს არცერთი პარტია წარმოადგენს – NDI

16 სექტემბერი, 2022 •
ახალგაზრდების 65%-ის თქმით, მათ ინტერსს არცერთი პარტია წარმოადგენს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული ახალგაზრდების 65% ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.

ამავე გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კერძოდ, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

ამასთან, უმრავლესობის აზრით, პოლიტიკოსები და რუსეთი ქართულ საზოგადოებას ხლეჩს.


NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი