ახალი ამბები

პრინცი ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა

8 სექტემბერი, 2022 • 1724
პრინცი ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა

პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა.

“დედოფლის გარდაცვალების მომენტში ტახტი დაუყოვნებლივ და ცერემონიის გარეშე გადაეცა მემკვიდრეს, ჩარლზს, უელსის ყოფილ პრინცს”, — წერს BBC.

ბუკინგემის სასახლის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, შუადღისას გარდაიცვალა.

“ჩემი საყვარელი დედის, მისი უდიდებულესობა დედოფლის გარდაცვალება უდიდესი მწუხარების მომენტია ჩემთვის და ჩემი ოჯახის ყველა წევრისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში”, — ნათქვამია მეფის განცხადებაში.

“ვგლოვობთ ძვირფასი ხელმწიფისა და ძალიან საყვარელი დედის გარდაცვალებას. ვიცი, რომ მისი დაკარგვა ღრმად იგრძნობა მთელ ქვეყანაში, სამეფოებში და თანამეგობრობაში, ასევე, უთვალავი ადამიანის მიერ მთელს მსოფლიოში”, — დასძენს ის.

გარდაცვალების დადასტურებამდე, სასახლე აცხადებდა, რომ დედოფალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ ფონზე, სამეფო ოჯახის წევრები გაემართნენ შოტლანდიაში მდებარე ბალმორალის ციხესიმაგრისკენ, სადაც მონარქი იმყოფებოდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები და სხვა პოლიტიკოსები, ასევე, სასულიერო ლიდერები აღნიშნავდნენ, რომ ფიქრობენ და ლოცულობდნენ დედოფლის მდგომარეობაზე.

ელისაბედ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა.

2022 წლის 6 თებერვალს, 95 წლის ასაკში, იგი გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც 70 წლის მანძილზე იკავებდა ტახტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი