ახალი ამბები

ბათუმში ქალი სექსუალურად შეავიწროეს — შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

4 სექტემბერი, 2022 •
ბათუმში ქალი სექსუალურად შეავიწროეს — შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ბათუმში გადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც რამდენიმე პირის მიერ ქალის სექსუალურად შევიწროების ფაქტი ჩანს.

სოციალურ ქსელ “ტიკტოკში” გავრცელებულ კადრებში ასახული შემთხვევა, სავარაუდოდ, 3 სექტემბერს მოხდა. ვიდეოს მიხედვით, მინიმუმ ერთი ბიჭი სექსუალურად ავიწროებს ქალს, საჯდომზე ურტყამს მას, უკან მიჰყვება და ხელს ხვევს.

კიდევ ერთი პირი, რომელიც ვიდეოს იღებს, მოუწოდებს მეორეს, განაგრძოს ქალის შევიწროება.

“დაარტყი, მალე!”;  “ჰა, კახა, ერთიც, დაარტყი!”, “ტეხე ძმა ტ*აკში!” — ისმის ვიდეოში.

კადრების მიხედვით, ქალი ცდილობს, თავიდან მოიშოროს შემავიწროებლები, თუმცა ისინი უკან დაჰყვებიან მას.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა სხვა დეტალებს, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი