ახალი ამბები

ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ვოლჩანსკში რუსული პასპორტების გაცემა დაიწყეს

3 სექტემბერი, 2022 • 1608
ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ვოლჩანსკში რუსული პასპორტების გაცემა დაიწყეს

უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ვოლჩანსკში, საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო ადმინისტრაციამ რუსული პასპორტების გაცემა დაიწყო. როგორც რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალება RIA იტყობინება, უკვე გასცეს 15 პასპორტი.

ქალაქი ვოლჩანსკი ხარკოვის ოლქში, ხარკოვიდან 75 კილომეტრში, რუსეთის საზღვართან მდებარეობს და რუსულმა არმიამ ის რამდენიმე თვის წინ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიკავა. რუსეთმა ხარკოვის ოლქში კიდევ სამ ქალაქში დანიშნა სამხედრო ადმინისტრაცია. ეს ქალაქებია იზიუმი, კუპიანსკი და კოზაჩა ლოპანი. როგორც რუსეთი აცხადებს, ხარკოვის ოლქის მათ მიერ ოკუპირებულ ნაწილში 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და იქ უკვე დაიწყეს რუსული რუბლით ანგარიშსწორება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი